Spotlight

15
Oct

5 ნოემბერს თბილისი ყველაზე მასშტაბურ Spotlight-ს უმასპინძლებს! სპიკერების სია ცნობილია!

5 ნოემბერს თბილისი Spotlight-ს განახლებული ფორმატით უმასპინძლებს. პროექტის რებრენდინგი 2016 წელს ერეკლე ინაშვილთან ერთად განხორციელდა, რის შედეგადაც შემუშავდა დინამიური ბრენდი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებაზე აქცენტის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 5 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების მეგობარია თიბისი ბანკის პროექტი “სტარტაპერი” და მთელი დღე მეწარმეებს, სტარტაპებს და სტარტაპერებს მიეძღვნება.

წინა Spotlight-ებისგან განსხვავებით, წელს ღონისძიება დილიდან დაიწყება. დღის პირველ ნახევარში იქნება ლექცია/მასტერკლასები და პანელ დისკუსიები, ეს ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად. შესაბამისად, სტუმრები თავად გადაწყვეტენ, საკუთარი ინტერესის მიხედვით, თუ რას დაესწრონ. დღის მეორე ნახევარში ცენტრალურ დარბაზში 6 გამომსვლელი საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას გაგვიზიარებს.

პროექტის მედია პარტნიორები: National Geographic Magazine საქართველო და Marketer.ge.

ბილეთები გაიყიდება 16 ოქტომბრიდან TKT.ge-ზე.

“ბიზნესდაჯილდოების” მონაწილე კომპანიები ბილეთების შეზღუდული რაოდენობის ყიდვას წინასწარ შეძლებენ.

გამომსვლელთა სია: 

  • ლევან ბახია – SARKE
  • ნიკა ქურდიანი – TBC Bank
  • გიორგი ზვიადაძე – Innovation and Technology Agency
  • ლაშა გოგუა – Gizgiza
  • თეკუნა გაჩეჩილაძე – Khaseria
  • გიორგი პოპიაშვილი – Freelance
  • მედეა ტაბატაძე – Insource
  • ალექსი ჩიქოვანი – LIVE Branding
  • კახა მაღრაძე- GEPRA
  • თეონა ბაღდავაძე – Key Communications
  • გაგა დარსალია – Redberry
  • მერაბ გოცირიძე – Advertwise
  • ნიკა გაბუნია – Advertwise
  • ნატა კვიწინაშვილი – ACT
  • თენგო ლომიტაშვილი – TBSC
  • ვახო ვახტანგიშვილი – Leavingstone
  • გიორგი ავალიანი – BODISHI
  • ნიკა კუმბარი – BODISHI
  • გოგა ჩინჩალაძე – BODISHI
  • ნუკა ბარბარე ჩოხელი – Amelie
  • ნათია ბუკია – Project Art Beat
  • ქეთა ლომიძე –  რედაქცია #3
  • ლევან კილაძე – Lemondo
  • ირაკლი ჩიქავა- Agro Solutions
  • ლევან გიორგაძე – CROSTY
  • შოთა ჩინჩალაძე – LIVE Branding
  • დავით გოგიჩაიშვილი – TV11

კომენტარი

კომენტარი