ალექსი ჩიქოვანი

Live Branding - Founder

Biography

Spotlight 2015-ის თემა: “ნეოფიტის გასაჭირი”

ბრენდინგის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი 15 წლიანი გამოცდილებით. ბრენდინგის ლექტორი GIPA – ში [საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი]. კორპორატიული ტრეინერი.

განათლება:

თბილისის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი – სპეციალობა საბანკო საქმე და ფინანსები;

MBA (ბიზნესის მართვის მაგისტრი) ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, ინგლისი. სპეციალობა კორპორატიული სტრატეგია და ბრენდ მენეჯმენტი.

კარიერა:

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დირექტორი და მთავარი კონსულტანტი;

ასევე მუშაობდა:

სარეკლამო სააგენტო “სარკე” – ბრენდინგის მთავარი კონსულტანტი

ტელეკომუნიკაციების კომპანია “ტელენეტი” – მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი

სადისტრიბუციო კომპანია GDC – გენერალური დირექტორი

“ქართული ღვინისა და ალკჰოლური კომპანია” [GWS] – კომერციული დირექტორი

ბარენც ჯგუფი – პრივატიზაციის პროექტი – ფინანსური კონსულტაციების უფროსი სპეციალისტი

CERMA/Deloitte & Touche – ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია – ჯგუფის უფროსი

კომერციული ბანკი “თბილკომბანკი” – საკრედიტო ოფიცერი, საკრედიტო ჯგუფის უფროსი.

Spotlight 2015-ის სპიკერი თემა გამოცხადდება 2 აპრილს

კომენტარი

კომენტარი