გიგა ხატიაშვილი

გიგა ხატიაშვილი

919
facebook-icon

Biography

გიგა (გიორგი) ხატიაშვილი

დაბადების თარიღი/ადგილი – 1973 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი

1997 წელს დავამთავრე საქართველოს დიზაინისა და ერგონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დიზაინ-აკადემია, სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტი.

პროფესიონალური კარიერა დავიწყე შპს.”არტ-დიზაინ ტექნოლოგიაში” დიზაინერის თანამდებობაზე.

  • 1997-98 წლებში ჩეს მიერ შექმნილ იყო არა ერთი ცნობადი საფირმო სტილი თუ საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისა და ლოგოტიპის ადაპტაცია/ტრანსლიტერაცია (შერატონ მეტეხი პალასი, ბარი “მალიბუ” 26 მაისის მოედანზე და ა.შ).
  • 1998-2000 წელი შპს.”მაგი-სტილისა და “სტუდია 1 2 3”-ს წამყვანი დიზაინერი და არტ-დირექტორი. (ცნობადი პროექტი რუსთაველის კ/თ)
  • 2000 წელს მიმიწვიეს შპს.” ჯეოსელის” დიზაინერისა და შემოქმედებითი განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამ პერიოდში ჩემი ავტორობით შეიქმნა ჯეორსელის ახალი პროდუქტი “ლაი-ლაი”, “ჯეოსელის ჩოგბურთის თასი” და “ჯეოსელის ჯაზზ-ფესტივალი”. აქტიურ თანამშრომლობას ვეწეოდი შპს.”გუდაური სტუდიასთან”, შემოქმედებით სტუდია “კომუნიკატორთან” (სერგი გვარჯალაძის ხელმძღვანელობით), რეაქტიული კლუბის დამფუძნებელ კოტე ყუბანეიშვილთან, რომელიც მოგვიანებით აყვანილ იქნა ჩვენი კორპორატიული სტუდიის შტატში. ამ წლებში პირადად მე და ჩემმა გუნდის წევრებმა მოვიპოვეთ არა ერთი ჯილდო საერთაშორისო სარეკლამო და პროფესიონალურ ფესტივალებზე (CIFA, KIFA, СANNES GSM).
  • 2003-2004 წლებში ჩამოვაყალიბე სამაუწყებლო კომპანია “მზის” საფირმო და საეთერო სტილი. აქვე შევქმენი პირველი სრულყოფილი კორპორატიული შრიფტი, რომელიც შემდომ ფონტის სახით მოედო საქართველოს მთელ სარეკლამო სივრცეს.
  • 2004 წელი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის გაფორმება კანადურ სტუდია FRONT TV-სთან ერთად.
  • 2005 წლებში მიმიწვიეს სამაუწყებლო კომპანია “ალანიას” არტ-დირექტორად და მთავარ დიზაინერად საეთერო და კორპორატიული სტილის ჩამოყალიბებისათვის.
  • 2005 მიმიწვიეს კიევში ქსელური საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოს (EURO RSCG) არტ-დირექტორისა და დიზაინერის თანამდებობაზე. ამ პერიოდში ჩემი ავტორებით წარიმართა მსხვილი უკრაინული და საერთაშორისო ბრენდების არაერთი სარეკლამო კამპანია.
  • 2007-08 წლები ალმა-ატი, ქსელური საერთაშორისო სააგენტო Shift-international უფროსი არტ-დირექტორი, შემდგომში კრეატიული დირექტორი. წავრმართე რამოდენიმე მსხვილი და ძალიან წარმატებული სარეკლამო კამპანია ყაზახეთის მასშტაბით.

Black Eyed Peas შოუს გრაფიკული და არქიტექტორული გაფორმების დიზაინი და საპრომოციო კამპანიის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ხშირად ვერთვებოდი ჩემი წინა, უკრაინელი დამქირავებლის სხვა და სხვა პროექტში, მიწევდა მუშაობა სტამბულში ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Kent, Foster Beer, BenQ Siemens.

  • 2008 წლის ზაფხულში დავბრუნდი საქართველოში, ჩემს მეუღლესთან ერთად დავაფუძნე შემოქმედებითი ლაბორატორია შპს. 919. სადაც დღემდე ვმუშაობ. ჩვენს მიერ შეიქმნა არა ერთი წარმატებული ქართული ბრენდი თუ სასაქონლო ხაზი (“მარგო”, “სანებო”, “ბიო-ბიო”); გაიმართა 5 წარმატებული სარეკლამო კამპანია. 2009 წლიდან შპს.”919” არის EBRD BAS
  • 2010 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (საქართველოს უნივერსიტეტი, ჯიპა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
  • 2014 წლიდან გახლავართ დიზაინის საერთაშორისო სკოლის ლექტორი და ხარისხის სამსახურის უფროსი .
  • ვარ 10-მდე პოპულარული ქართული შრიფტის, 30-მდე სავაჭრო და სასაქონლო ნიშნისა თუ ბრენდის, 5-მდე სარეკლამო მოწოდების ავტორი.

Spotlight 2013-ის თემა: “გამართული სიტყვა”

კომენტარი

კომენტარი