გიორგი გარსევანიშვილი

Myvideo.ge - Founder

Biography

Spotlight 2015 ის თემა: “პროდუქტი, რომელიც თავის თავს ყიდის”

1992 წელს წარმატებით ჩაირიცხა და 1997 წელს წარუმატებლად დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2001 წელს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. სადაც გაიგო, რომ “თუ სხეულის სიჩქარე მიისწრაფის სინათლის გავრცელების სიჩქარისაკენ, მაშინ მისი მოცულობა მიისწრაფის ნულისაკენ, ხოლო მისი მასა უსასრულობისაკენ” და მყისიერად გადაწყვიტა სხვა საქმით დაკავებულიყო.

2000 წლიდან ვებ დიზაინ სტუდია ITDC-ს თანადამფუძნებელი.
2006 წლიდან ვიდეო პორტალ myvideo.ge-ს თანაავტორი.
2013 წლიდან პროექტ fly.ge-ს თანადამფუძნებელი.
2014 წლიდან პროექტ promo.ge-ს თანადამფუძნებელი.
2015 წელს მონაწილეთა და ორგანიზატირთა დაჟინებული მოთხოვნით და საკუთარი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ spotlight.ge-ს სპიკერი

კომენტარი

კომენტარი