კახა მაღრაძე

GEPRA - Senior Consultant
facebook-icon

Biography

კახა მაღრაძე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრაში“ 2004 წლის ივნისიდან კონსულტანტად და პროექტების მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან – უფროს კონსულტანტად და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერად მუშაობს. 2014 წლის სექტემბრიდან კახა „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი გახდა. მისი გამოცდილება კომპანიაში მოსვლამდე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში – ტრენერ-კონსულტანტად, სადისტრიბუციო კომპანიებში – სავაჭრო აგენტად და ტელევიზიაში სცენარისტად მუშაობას მოიცავდა. მას მცირე ჟურნალისტური გამოცდილბაც ჰქონდა.

2005 წლიდან კახა მაღრაძემ ჩაატარა 70-მდე ტრენინგი და სემინარი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებსა და პიარის სტრატეგიულ დაგეგმარებაში საჯარო მოხელეების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

იგი 2007 წლიდან ივენთ მენეჯმენტის კურსის, ხოლო 2009 წლიდან პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარ სკოლაში. 2014 წლიდან კახა მაღრაძე კითხულობს ლექციებს პიარში თავისუფალ უნივერსიტეტსა და ჯიპაში.

კახა მაღრაძე არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორი.

Spotlight 2014-ზე მისი თემა იყო: “რას ვუშვებით ამ მთავრობას”

კომენტარი

კომენტარი