ლევან ლეფსვერიძე

Leavingstone - Creative Director
facebook-icon

Biography

ლივინგსტონის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი

ამჟამად:

უმეტესიწილად, ციფრულ სარეკლამო კომპანია ლივინგსტონში მოღვაწეობას. 2010 წელს დაარსებიდან – დღემდე საერთაშორისო და ადგილობრივ სარეკლამო ფესტივალებზე დამსახურებული აქვს 11 ჯილდო.

გარდა ამისა, არის ონლაინ მარკეტინგის მიწვეული ლექტორი თბილისის თავისუფალი უნივერსტეტსა და  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში – GIPA.  ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამის ლექტორი აზიის განვითარების ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივ პროექტში.

სტუდენტური ყოფა:
დამთავრებული აქვს ESM ბიზნეს სკოლა. თუმცა, სხვა და სხვა დროს სწავლობდა სოციალური ფსიქოლოოგიის, ეკონომიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებზე.
სწავლის პარალელურად ჩართული იყო მარკეტინგულ საკონსულტაციო პროექტებში და მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

თინეიჯერობის პერიოდი:
გატაცებული იყო მუსიკით. ერთ-ერთ indie ჯგუფში უკრავდა გიტარასა და კლავიშებზე. ხოლო, ჯიბის ფულს მათემატიკასა და უნარებში აბიტურიენტების მომზადებით გამოიმუშავებდა.

Back in the U.S.S.R

1988 წლის ერთ თოვლიან დღეს, დაიბადა თბილისში.

Spotlight 2013-ის თემა: “მაღლა ფრენის ტრაექტორია”

კომენტარი

კომენტარი