ნათია ხვედელიძე

Silknet - Head of Branding and Marketing Communications

Biography

Spotlight 2015-ის თემა: “მარკეტინგის მეტრონომი”

დავამთვარე #1 საშუალო სკოლა (დღევანდელი კლასიკური გიმნაზია). სკოლის ბოლო ზარი უჩვეულო და დარდიანი გვქონდა იმ წლის გამოშვებას. თეთრ წინსაფრებზე ფერადი წარწერებით ვიდექით სკოლის ნანგრევებში და ვიწყებდით ახალ ცხოვრებას – „ახლებურ საქართველოში“.

ჩავაბარე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე – პირველი „საერთაშორისო“ გამოშვება ვიყავით. მიუხედავად მძიმე ფონისა, მოტივირებულები დავდიოდით ლექციებზე. თანაც მაშინ, ნაომარი ქალაქის უნივერსიტეტში თავისუფლების სურნელი განსაკუთრებით იგრძნობოდა და ჩვენც გამორჩეულ თაობად ვთვლიდით თავს.

პარალელურად, იმავე წელს, პირველკურსელი მივედი ტელევიზიაში. მაშინ მეორე არხიც არ არსებობდა ჯერ I.

ასე აღმოვჩნდი პირველ არხზე 16 წლის – დიდების „კოლექტივში“ . მას მერე სულ ვმუშაობ – 24 წლიანი სტაჟით ვარ (ღმერთო ჩემო რა ბევრია).

ტელევიზიის წლებში მოვიარე საქართველოს თითქმის ყველა მხარე. ვისწავლე კომუნიკაცია და საერთოდ, ბევრი მთავარი რაღაც ცხოვრებაში იმ წლებში და იმ ხალხთან ურთიერთობით გავიგე.

2008 წლიდან დღემდე ვმუშაობ სილქნეტში. მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი ვიყავი – მარკეტინგში თეორიული განათლების გარეშე. თავიდან ვფიქრობდი, ტელევიზიის შემდეგ სხვაგან როგორ უნდა ვიმუშავოთქო, მაგრამ აქ დამხვდა – რაც დამხვდა .

…და რაც დამხვდა – სპოტლაითზე მოგიყვებით.

კომენტარი

კომენტარი