ნათია კვაჭანტირაძე

Wissol - Head o Marketing Department

Biography

ნათია კვაჭანტირაძე ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას მარკეტინგის ხელმძღვანელი 2013 წლიდან. Spotlight 2014-ის გამარჯვებული საუკეთესო სპიკერი.

გამოცდილების სფერო:

  • აღმასრულებელი მენეჯმენტი
  • სტრატეგიული მარკეტინგი
  • Consulting
  • საგანმანათლებლო საქმიანობა; ტრენინგი; public speaking

განათლება:

  • ჰარვარდის უნივერსიტეტი            კემბრიჯი აშშ, 2005- 2009 წ.

ბაკალავრის დიპლომი

  • ამერიკული აკადემია თბილისში                            საქართველო, 2001-05 წ.

2010-2013 წლებში მუშაობდა მარკეტინგული კვლევებისა და საკონსულტაციო კომპანია ‘ACT Research’-ში მთავარ კონსულტანტად. მართავდა წამყვანი კომპანიების პროექტებს სხვადასხვა ინდუსტრიებში, რის საფუძველზეც მრავალფეროვანი ექსპერტული გამოცდილება დააგროვა საკონსულტაციო სფეროში.

ნათია ჰარვარდის უნივერსიტეტის 2009 წლის ბაკალავრის დიპლომის მფლობელია. ჰარვარდში ხელმძღვანელობდა აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო კონფერენციის (HCAP) მარკეტინგის მიმართულებას და წერდა უნივერსიტეტის ყოველდღიურ გაზეთ Harvard Crimson-ისთვის.

გატაცებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარებადი ბაზრებით და 2009-2010 წელს მუშაობდა სეულში, სამხრეთ კორეაში, საგანმანათლებლო სფეროში. დღეს, ეს და სხვა კულტურულად განსხვავებული გამოცდილებები ეხმარება გლობალური პერსპექტივა მისცეს მის მარკეტინგულ საქმიანობას.

ჰუმანიტარული განათლებით და ლინგვისტიკისკენ მიდრეკილებით, ნათია კვაჭანტირაძე სერიოზულ როლს ხედავს სემიოტიკის და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა მარკეტინგულ კომუნიკაციებში და ძირითადად აქედან იღებს შთაგონების წყაროს პრაქტიკული საქმიანობისთვის.

Spotlight 2014 თემა: “ფიქციის როლი მარკეტინგში”

კომენტარი

კომენტარი