ნინო ჯიბლაძე

ნინო ჯიბლაძე

Gulf Georgia
facebook-icon

Biography

მიმდინარე საქმიანობა:

კომპანია გალფ ჯორჯიას ვიცე პრეზიდენტი, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

სპეციალობა:

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ფილოლოგი ინგლისური ენის განხრით

განათლება:

1992-1994 – საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1994-1997 – საზოგადოებასთან ურთიერთობის და ჟურნალისტიკის კურსი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსი, ჰოფსტრას უნივერსიტეტი, ლონგ აილენდი, აშშ

პროფესიონალური გამოცდილება:

2009-2015 მოღვაწეობს მარკეტინგის სფეროში – 2011-2015 გალფში, ასევე 2009- 2010 წლებში საქართველოს ლატარიის კომპანიაში და ბიზნეს ჰოლდინგ “უნივერსალ კაპიტალ გრუპში”. 2011 წლიდან მარკეტინგის კონსულტანტად მოღვაწეობს კომპანია “ელიტ ელექტრონიკსში”. 2007-2009 წლებში გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლისა და დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

აშშ-ში დაგროვილი ინგლისური ენის ცოდნა 2000-2007 წლებში დაეხმარა ემუშავა თარჯიმნად ბევრ სხვადასხვა პროგრამასა თუ პროექტში. 7 წელი მსახურობდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისში, აშშ საელჩოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანტის პროექტში. აქვს უნარი სინქრონულად თარგმნოს ინგლისური-ქართული-ინგლისური. ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. აქვს გამოცემული სამი წიგნი: 2003 წელს მოთხრობების კრებული “წამოსვლა”, 2005 წელს – რომანი “სიყვარული ამერიკაში” (ლიტერატურულ პრემია საბაზე საუკეთესო რომანის ნომინანტი), 2007 წელს რომანი – “კალეიდოსკოპი”.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

Spotlight 2013-ის თემა: “საწვავის მარკეტინგი საქართველოში”

კომენტარი

კომენტარი