სოფო ჩოგოვაძე

Chief Marketing Officer - Wendy's & Dunkin' Donuts

Biography

Spotlight 2015-ის თემა: “Mutualism” ანუ “ძალა ერთობაშია”

სოფო 10 წელზე მეტია რაც მარკეტიგნის სფეროში მოღვაწეობს, სადაც საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დაუგროვდა სხვადასხვა ინდუსტრიასა და პოზიციაზე მუშაობით. მის ძირითად კომპეტენციებს წარმოადგენს სტრატეგიული მარკეტინგული დაგეგმარება, მარკეტინგის მენეჯმენტი, ბრენდ ბილდინგი, მარკეტინგული კომუნიკაციები, გაყიდვების მენეჯმენტი.

პროფესიული გამოცდილება:

ბოლო სამი წელია იგი აქტიურად არის ჩართული გლობალური ბრენდების „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ საქართველოს ბაზარზე შემოყვანის, დამკვიდრებისა და წარმატებით ოპერირების პროცესში. ამჟამად არის ორივე კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორის მოადგილე მარკეტინგის მიმართულებით.

2010 – 2013 წლებში ვისოლ ჯგუფში მას ასევე ეკავა მისი შვილობილი კომპანიების -„ვისოლის“ და „ვიანორის“- ბრენდ მენეჯერის პოზიცია.

2008 – 2010 წლებში სოფო მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგის დეპარტამენტში, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

2005 – 2008 წლებში იგი იყო საქართველოში მარკეტინგის სფეროს განვითარების ხელშემწყობი პირველი ორგანიზაციის – „საქართველოს მარკეტინგის ასოციაციის“ პროექტების ხელმძღვანელი. იქ მოღვაწეობის 3 წლის მანძილზე იგი იყო პირველად ოფიციალურად ქართულ ენაზე თარგმნილი მარკეტინგული სახელმძღვანელოს „მარკეტინგის საფუძვლების“ (ფ. კოტლერი, გ. არმსტრონგი) – პროექტის ხელმძღვანელი, ასევე პირველი მარკეტინგული ჟურნალის „მარკეტინგი საქართველოსთვისა“ და ქართული „მარკეტინგული ტერმინოლოგიის“ შემუშავება-გამოცემის პროექტის მენეჯერი.

პარალელურად იგი ასევე დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობდა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ბიკონსალტინგში“.

ბიზნეს სფეროში მოღვაწეობის გარდა სოფო ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და არის კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB), კავკასიის უნივერსიტეტის (CU) მარკეტინგის ფაკულტეტის ლექტორი.

განათლება:

2013 წელს სოფომ წარმატებით დაამთავრა გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა (Grenoble Graduate School of Business), (გრენობლი, საფრანგეთი) და კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ორმაგი ხარისხის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (Dual MBA Program).

2006 – 2007 წლებში იგი იყო ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯ.მაკ რობინსონის ბიზნეს სკოლის (J. Mack Robinson College of Business, Georgia State University), (ატლანტა, აშშ) ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) გაცვლითი სტუდენტი.

2005 წელს იგი გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) ბაკალავრიატის პროგრამის მარკეტინგის სპეციალიზაციის კურსდამთავრებული.

კომენტარი

კომენტარი