თაკო როდონაია

Geocell - Media Relation & External Communications Expert

Biography

Spotlight 2015-ის თემა: “ბაბუაწვერას ეფექტი”

რა შეიძლება იყოს მნიშნელოვანი ჩემი პროფესიული ბიოგრაფიის კუთხით?! ალბათ ის რომ განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა მაგისტრატურა საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით გავაკეთე და ჩემი მუშაობის თავისებურებაც, რაღაც გაგებით, ამ ორ სფეროსთან მჭიდრო კავშირით არის განპირობებული. უკვე ცხრა წელია ვმუშაობ კომპანია ჯეოსელში, რომელიც საერთაშორისო ჰოლდინგის თელიასონერას ქართულ ნაწილს წარმოადგენს და რომლის სახელთანაც მსოფლიოს 18 ქვეყანა მოიაზრება. ეს მრავალფეროვნება კომუნიკაციის სფეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ქმნის უნიკალურ სინთეზს რომელიც შედგება საერთაშორისო სიძლიერისა და ადგილიობრივი გამოცდილებისგან.

ჩემი საქმიანობიდან ერთ-ერთ მთავარ, სოციალური პასუხისმგებლობის სფეროს გამოვყოფ. ეს მიმართულება  ჩვენი საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მიმაჩნია რომ კერძო კომპანიებს ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ უკეთესობისკენ, ამას კი თანმიმდევრული და გააზრებული ქმედებები ჭირდება. გამოვყოფდი რამდენიმე პროექტს რომელზეც სხვადასხვა წლებში დავიწყეთ მუშაობა და თითქმის ყველა დღემდე მიმდინარეობს.

  • 2006 -2011  იყალთოს აღდგენა- რესტავრაცია
  • 2006 წლიდან სპეციალური პროექტი სმენადაქვეითებული პირებისთვის
  • 2007 წლიდან  „შესაძლებლობები შეუზღუდავია“ ამ გზავნილით მასშტაბური პროექტის ინიცირება, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის, გარემოს ადაპტირების და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
  • 2009 წლიდან სტუდენტურ-ლიტერატურული კონკუსი „შემოდგომის ლეგენდა“
  • 2010 წლიდან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებთან ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშების და ხელნაწერების გადარჩენის მიზნით
  • 2013 წლიდან „ჯეოსელ-ჰაბი“ – შემეცნებითი სივრცე ნებისმიერი მსურველისთვის
  • 2014 წლიდან „ვიმეგობროთ წიგნებთან“ – გადაცემა „წიგნების“ რადიო და ინტერნეტ სივრცეში დაბრუნება; საგანმანათლებლო აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით
  • 2014 წლიდან „ციფრული ფოტომატიანე“- საქართველოს ციფრული ფოტო-არქივის შექმნა

კომენტარი

კომენტარი