Spotlight

15
Oct

Spotlight 2017 პროგრამა

5 ნოემბერს, თბილისი Spotlight-ს განახლებული ფორმატით უმასპინძლებს. წლევანდელი ღონისძიება განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ღონისძიებას საგანმანათლებლო და სადისკუსიო ნაწილები შეემატა. დღის პირველ ნახევარში, 5 დარბაზში ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება ლექცია/მასტერკლასები და პანელ დისკუსიები. დამსწრე დელეგატები თავად, საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტენ რას დაესწრონ. სფოთლაითის მეორე ნაწილი, რომელზე დასწრებასაც ყველა დელეგატი შეძლებს, ეთმობა ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 6 სპიკერი 13 წუთში გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ხედვასა და მოსაზრებას.

Spotlight-ი სტარტს 11:00 საათზე აიღებს. ღონისძიების პირველი ნაწილი 15:00 საათზე დასრულდება. მეორე ნაწილი 19:00 საათზე, ცენტრალურ დარბაზში გაიმართება.

საგანმანათლებლო ნაწილი: 4 სალექციო დარბაზში, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება ლექციები, რომელსაც დელეგატები საკუთარი ინტერესებით შეარჩევენ. თითო ლექცია/მასტერკლასის ხანგრძლივობაა 45 წუთი. გამომსვლელები და მიმართულებები:

  • მედეა ტაბატაძე – HRM “წესების გარეშე”
  • ალექსი ჩიქოვანი – “შერკინება”
  • შოთა ჩინჩალაძე – “ჩამოყალიბდით”
  • კახა მაღრაძე – რაში გვჭირდება პიარი?
  • თეონა ბაღდავაძე – როგორ ვაქციოთ სტარტაპის ცნობადობა გაყიდვების სტრატეგიად
  • გაგა დარსალია – პროდუქტი და პირველი მომხმარებელი
  • ნიკა გაბუნია და მერაბ გოცირიძე – ქვეცნობიერი მარკეტინგი – მარტივი ონლაინ ხელსაწყო უდიდესი შესაძლებლობებით
  • ნატალია კვიწინაშვილი – დაინახე ბრმა წერტილები შენს სტარტაპში
  • გიორგი ავალიანი, ნიკა კუმბარი, გოგა ჩინჩალაძე – “ბოდიში, მართლა”
  • თენგო ლომიტაშვილი –  როგორ შევაფასოთ სტარტაპის პოტენციალი („ზამბარის“ მოდელი)
  • ვახო ვახტანგიშვილი – The real shit behind startup

პანელ დისკუსიები: საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად გაიმართება პანელ დისკუსიები. თითო პანელის ხანგრძლივობა 45 წუთი.

  • საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი სარეკლამო სააგენტო “სარკე”-დან პასუხებამდე – სტუმარი: ლევან ბახია , ინტერვიუერი: აკო ახალაია
  • შერეკილები: დავით გოგიჩაიშვილი, თეკუნა გაჩეჩილაძე, გიორგი პოპიაშვილი – მოდერატორი: სოფო მუსერიძე
  • სტარტაპები და სტარტაპ გარემო საქართველოში: სპიკერები – ნიკა ქურდიანი, გიორგი ზვიადაძე, არჩილ ბაკურაძე, ლაშა გოგუა მოდერატორი: აკო ახალაია

 სპიკერები:  ინსპირაციული გამოსვლები ცენტრალურ დარბაზში. თითო გამოსვლის ხანგრძლივობა 13 წუთი. დასაწყისი 19:00.

  • ნათია ბუკია – Project ArtBeat
  • ლევან კილაძე – Lemondo – “DO-ერი”
  • ნუკა ბარბარე ჩოხელი – Amelie – “ზღუდეზე შეყვარებულები”
  • ქეთა ლომიძე – გამომცემლობა #3
  • ლევან გიორგაძე – Crosty – “My name is freedom”
  • ირაკლი ჩიქავა – Agro Solutions – “დავრგო თუ დავთესო”

ღონისძიების მეგობარია თიბისი ბანკის პროექტი “სტარტაპერი”.  პროექტის მედია პარტნიორები – National Geographic საქართველო და Marketer.ge.  ბილეთები იყიდება TKT.ge-ზე

კომენტარი

კომენტარი