Spotlight

Nation's Favourite Business Celebration
22
May

Spotlight 2018 პროგრამა

27 მაისს, თბილისი Spotlight-ს განახლებული ფორმატით უმასპინძლებს. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი, ოქროს სპონსორი ჯიპიაი ჰოლდინგი, ვერცხლის სპონსორი Flit Group. წლევანდელი ღონისძიება განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ღონისძიებას საგანმანათლებლო და სადისკუსიო ნაწილები შეემატა. დღის პირველ ნახევარში, 5 დარბაზში ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება ლექცია/მასტერკლასები და პანელ დისკუსიები. დამსწრე დელეგატები თავად, საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტენ რას დაესწრონ. სფოთლაითის მეორე ნაწილი, რომელზე დასწრებასაც ყველა დელეგატი შეძლებს, ეთმობა ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 10 სპიკერი 13 წუთში გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ხედვასა და მოსაზრებას.

 

ღონისძიების მხარდამჭერები: #განიქარვე , სტამბა პრინტარეა, დელუქს დეველოპმენტი, SOCAR, REDIX, ალტაოქეი, ნიკორა სუპერმარკეტი, უნიქარდი, Orient Logic, ფინკა ბანკი საქართველო, ლიდერფუდი, Johnnie Walker, Red Bull, m2, Be Unique, King David, TON, ClipArt .

დღეს ჩვენი გამარჯვების დროა, 27-ში ჩვენი გამარჯვების დღეა! გელოდებით: http://tkt.ge/spotlight

კომენტარი

კომენტარი