Spotlight

Spotlight-ი პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, რომელიც Marketer.ge-ს ინიციატივით შეიქმნა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. Spotlight-ი არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

პირველი ღონისძიება 2013 წელს ჩატარდა. მასში 14 სპიკერი, 4000-ზე მეტი რეგისტრირებული ადამიანი და 250 დელეგატი მონაწილეობდა. Spotlight-ი საკუთარი მასშტაბებით უპრეცენდენტოა.მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება და ფართოვდება.

2016 წელს განახლდა ბრენდი და მის ვიზუალურ ნაწილზე ერეკლე ინაშვილმა იმუშავა. 2017 წლიდან სფოთლაითი ახალი მიმართულებებით გეგმავს განვითარებას და საქმიან აუდიტორიას დისკუსიებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ახალ სივრცეებს შესთავაზებს.